ამერიკაში, ნიუ-იორკში, ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ლევან გაბედავა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ანა კუხელიშვილი ავრცელებს:
“მეგობრებო, ვინც მანამდე მომწერეთ და ასევე ვისაც სურვილი და დრო გექნებათ, შეგიძლიათ პატივი მიაგოთ ლევან გაბედავას მის უკანასკნელ გზაზე.
პანაშვიდი გაიმართება შაბათს 26 ივლისს, 2-დან 7 საათამდე.
მისამართი: Big Apple Funeral, 323 Avenue U, Brooklyn, NY 11223
გმადლობთ ყველა თქვენგანს, ვინც გვერდით გვიდგახართ ამ რთულ პერიოდში, გაგვიზიარეთ მწუხარება და ლევანის სულისთვის ილოცეთ.
ასევე, იმ მცირე ნაწილისთვის, ვინც კითხვები და პრეტენზიები გამოთქვა, გვსურს განვაცხადოთ, რომ ლევანის ყველა მეგობარი იქნება პანაშვიდზე, სადაც შეგიძლიათ პირადად დაგვეკონტაქტოთ, დასვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები — მაგალითად: “სად ვიყავით მის სიცოცხლეში” და აუდიტი ჩაგვიტაროთ ფინანსური საკითხის გამჭვირვალობის მიმართულებით.
სიყვარულით და მადლიერებით, ლევანის მეგობრები,” – წერს ანა კუხალეიშვილი.
ERMES TV-ის რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს





















































