ქართველი სპორტსმენები იტალიაში – ნიკოლ ნათია ფოცხვერია 5 წლის ქართველი ტანმოვარჯიშეა, რომელიც იტალიაში დაიბადა და იზრდება. მიუხედავად მცირე ასაკისა, მას უკვე რამდენიმე შეჯიბრი აქვს მოგებული, რითიც ოჯახი ძალიან ამაყობს და იმედი აქვს, რომ ნიკოლი თავისი ქვეყნის სახელის შორს გატანას შეძლებს.
ნიკოლ 2019 წელს იტალიაში დაიბადა და ამჟამად ოჯახთან ერთად ქალაქ მანტოვაში ცხოვრობს. პატარა ტანმოვარჯიშეს, მშობლებიც სპორტსმენები ჰყავს. დედა, ელენე ტიტოვა, 2013 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და ტიტული დაახლებით ექვსი წელი შეინარჩუნა, კარიერის ბოლომდე. ხოლო 2015 წელს ტანვარჯიშში ევროპის ფინალისტიც იყო. ნიკოლას მამა ალექსანდრე ლაშა ფოცხვერია ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა, 14 წლიდან თამაში იტალიაში Trento Villaframce-ში, განაგრძო.
ნიკოლმა მხატვრულ ტანვარჯიშში ოთხი წლიდან დაიწყო ვარჯიში. მისი პირველი მწვრთნელი დედა, ელენე ტიტოვა გახლდათ. ამჟამად კლუბ ASD Gimnica mantova-ში ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე შეჯიბრში და ოთხჯერ დაიკავა პირველი ადგილი. ბოლო ორი შეჯიბრება ჰქონდა CSI და RITMICA EUROPA-ში, ორივეზე პირველი ადგილი დაიკავა. ამჟამად, ემზადება მორიგი შეჯიბრებსათვის, რომელიც 13 აპრილს გაიმართება.

Tag: ქართველი სპორტსმენები იტალიაში





















































