მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლის ფარგლებში იტალიაში იმყოფებოდა. მსახიობებმა, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, ფლორენციაში სპეციალურად ქართველი ემიგრანტებისთვის, სამი პიესის მიქსი “მზიანი გული ანუ მე შენ მიყვარხარ” ითამაშეს.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მედია პარტიონი სწორედ ქართულ-იტალიური და დიასპორული მედია ERMES TV გახლდათ, რომელსაც სათაო ოფისი ფლორენციაში აქვს. მედია პლატფორმის დამფუძნებელმა, ემიგრანტმა ჟურნალისტმა ნინა მამუკაძემ, ნიკო ნანიტაშვილი ფლორენციაში, თავის საავტორო გადაცემაში LA PIAZZA მიიწვია.
სტუმარი: ნიკო ნანიტაშვილი
ჟურნალისტი: ნინა მამუკაძე
ვიდეოგრაფი: ქეთა სორდინი ჯაფარიძე






















































