ნეაპოლში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტის შეძენის მეთოდი, ის ციფრული გახდა, რაც ხშირად ემიგრანტებისთვის რთულად ხელმისაწვდომი და რთულად მოსაგვარებელია. სწორედ ამ პროცედურის გამარტივების და ემიგრანტების დახმარების მიზნით, მაკა ხაჩოშვილმა, ქართველმა მედიატორმა და თარჯიმანმა ნეაპოლში, სპეციალური შეხვედრა დაგეგმა. Tag: ემიგრანტები ნეაპოლში
“კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის, ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ! როგორც დაგპირდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აბონემენტის ონლაინ განაცხადის შევსებაში გაგიწევთ დახმარებას.
ხუთშაბათი, 20 ნოემბერი
14:30 – 17:00
Via del Fiumicello 30, Via marina-ს მიმდებარე ტერიტორია ( პიაცა გარიბალდიდან 10 წუთის სავალზე)- სართული 9, ოთახი 923
შეხვედრაზე დაგეხმარებით:
- ახალი განაცხადის შევსებაში;
- არსებული აბონემენტის განახლებაში.
მომსახურება, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოა”, – წერს მაკა ხაჩოშვილი
დაინტერესებული პირები გადადით ბმულზე და დატოვეთ კომენტარი!
Tag: ემიგრანტები ნეაპოლში






















































