მიწისძვრა – იტალიის ქალაქ ნეაპოლის მიდამოებში, კამპი ფლეგრეისა და პოცუოლის ზონაში, გასულ ღამეს, 01:25 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო, ხოლო ეპიცენტრი ზღვაში, პოცუოლის სანაპიროდან ორ კილომეტრში დაფიქსირდა, მაგრამ ფართო ტერიტორიაზე იგრძნობოდა.
განსაკუთრებული ზარალი ბანიოლის ზონას მიადგა, სადაც რყევის შედეგად, შენობებს ნაწილები მოსწყდა და გზაზე მდგარ მანქანებს დაეცა. ჩამოინგრა ერთ-ერთი სახლის სხვენიც. დაშავებულია ერთი ქალი.
მეხანძრე-მაშველებს არაერთი მოქალაქის დახმარება მოუწიათ, რომ მათ სახლებიდან გამოეღწიათ, რადგან რყევის შედეგად, სახლების გამოსასვლელებმა დეფორმაცია განიცადა და კარებები აღარ იღებოდა. პრევენციის მიზნით, დილით სკოლები არ გაიხსნა.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – ვერონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!





















































