ნაპოლი ფიორენტინა დაამარცხებით კვლავ სერია ა-ს ლიდერია – კვარაცხელიამ ტრავმის გამო მატჩი გამოტოვა
სერია ა-ს მორიგ ტურში, 4 იანვარს ანტონიო კონტეს „ნაპოლიმ”, რაფაელე პალადინოს „ფიორენტინა“ სტუმრად, არტემიო ფრანკის სტადიონზე 3 – 0 დაამარცხა, დავიდ ნერეშის, რომელუ ლუკაკუსა და სკოტ მაკტომინეის გოლებით.
ეს ნაპოლის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა და მიმდინარე შედეგებით (44 ქულა), სერია ა-ს ლიდერია. მას ატალანტა სამი ქულით ჩამორჩება, ხოლო ინტერი – 4 ქულით.
მატჩამდე ორი დღით ადრე, გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, მატჩისწინა კონფერენციაზე პრესასთან აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ იქნებოდა, რადგან მუხლის პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ იყო და გარდა ამისა, კუნთის დაჭიმულობაც აღენიშნებოდა. თუმცა, ბევრმა, კვარაცხელიას მიერ თამაშის გამოტოვება, კვლავ კონტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებს დაუკავშირეს. ქართველმა თავდამსხმელმა და მისმა აგენტნა ამ დრომდე ვერ მიაღწია “ნაპოლის” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის განახლების პირობებზე შეთანხმებას.
მორიგ მატჩს ნაპოლი სახლში, მარადონას სტადიონზე 12 იანვარს, იტალიის დროით 20:45 საათზე, ვერონას წინააღმდეგ გამართავს.






















































