ამერიკის შეერთებული შტატები “მწვანე ბარათი ს” პროგრამას აჩერებს, – ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი X-ზე წერს. Tag: Green card
“ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლაში, დამნაშავემ, კლაუდიო მანუელ ნევეშ ვალენტემ, 2017 წელს “მწვანე ბარათი” მიიღო. ეს საზიზღარი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა შემოსულიყო,” – წერს ნოემი და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მითითებით, პროგრამის შეჩერების ბრძანება გასცა.
ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მწვანე ბარათის ლატარიის პროგრამის შეჩერების შესახებ, იმ მექანიზმის, რომელმაც, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში შესვლის შესაძლებლობა მისცა ბრაუნის უნივერსიტეტთან და MIT-სთან დაკავშირებული ბოლო სროლების ეჭვმიტანილს.
თავდასხმების სავარაუდო ავტორი ღამით გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთ საწყობში. პროვიდენსის პოლიციის უფროსის, ოსკარ პერესის განცხადებით, 48 წლის პორტუგალიის მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ასევე იხილეთ: ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐᲨᲘ, ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲣᲚᲘ ᲚᲔᲕᲐᲜ ᲜᲔᲑᲘᲔᲠᲘᲫᲔ ᲘᲞᲝᲕᲔᲡ





















































