დეპორტი – მომატებული კრიმინალის გამო, იტალიის მთავრობა “დეპორტის” რაოდენობის გაზრდას გეგმავს?!
იტალიის მთავრობა აგრძელებს ბრძოლას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის 17 თებერვალს რომში გაიმართა კონფერენცია პრეფექტებსა და კომისრებს შორის, რომელსაც იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი და შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტადოზი ესწრებოდნენ.
კონფერანციაზე განიხილებოდა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობა ვალდებულია არალეგალური მიგრანტების დეპორტის, რეპატრიაციის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან მონაცემების მიხედვით, იტალიის მოქალაქეებსა და ლეგალურად მყოფ უცხოელებთან შედარებით, არალეგალ მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, შედარებით მაღალია.
ჯორჯა მელონიმ განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობისთვის კანონიერება და ხაზი გაუსვა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას.
მელონის მთავარი სათქმელი, უსაფრთხო ქვეყნების კანონმდებლობას და ევროპულ სასამართლოს ეხებოდა. მისი აზრით საზოგადოების სასარგებლოდ არ გამოიყენება იტალიის კანონმდებლობა.
მაგალითისთვის კი მოიყვანა გერმანიის კანონმდებლობა, რომელიც აბრუნებს ადამიანებს ავღანეთში ისე, რომ ეს პრაქტიკა არ ეწინააღმდეგება ევროპულ წესებსა და კონვენციას.

სოფო ჩუთლაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: “იტალიას დეპორტი აქვს და ნუ შეიყვანთ ემიგრანტებს შეცდომაში” – ნონა მაჭარაშვილი





















































