იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ქალს, ბრალი წაუყენეს იმ ხანდაზმული მამაკაცის გაქურდვაში, რომელთანაც, მომვლელად მუშაობდა. შემთხვევა მანტოვას პროვინციაში, პანდემიის პერიოდში, 2020 წელს მოხდა, მაგრამ სასამართლოს დასკვნითი პროცესი 2026 წლის 28 იანვარს გაიმართა.
იტალიელი მოხუცი მამაკაცი, რომელიც ახლა უკვე 90 წელს არის გადაცილებული, 45 წლის “ბადანტეს” 1200 ევროს მითვისებაში ედავებოდა. თუმცა, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას ქალმა უარყო ყველა ბრალდება და წარადგინა მოვლენების განვითარების საკუთარი ვერსია, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა სარჩელში მითითებულს.
მამაკაცის თქმით, ქალმა მისი ბანკომატის ბარათი მოიპარა, 1200 ევროს გამოსატანად, რომელიც შემდეგ მიითვისა. ქალმა კი, წინასასამართლო პროცესზე შემდეგი განაცხადა: „მან მომცა თავისი ბანკომატის ბარათი და მთხოვა 1200 ევროს გამოტანა, ამიტომ წავედი, ფული გამოვიტანე და მას გადავეცი“.
ბრალდებულის ადვოკატმა, ბრალდებულისა და მომჩივანი მხარის მოსამართლის წინაშე დაპირისპირება მოითხოვა. მოსამართლემ გაითვალისწინა მოთხოვნა, თუმცა, დაგეგმილი სხდომა საბოლოოდ გაუქმდა, მოხუცის ჰოსპიტალიზაციის გამო, რის გამოც ბრალდებული გაამართლეს, რადგან დანაშაულის ფაქტი არ არსებობდა.
ასევე იხილეთ: ᲞᲝᲚᲝᲜᲔᲗᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐᲛ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲐ – ᲧᲐᲚᲑᲘ ᲡᲐᲑᲣᲗᲔᲑᲘ





















































