„მის იტალია 2025“-ის გვირგვინი კატია ბუკიკიოს, 18 წლის მომავალ სტომატოლოგს ერგო. ფინალი 15 სექტემბერს პორტო სან ჯორჯოს პალა საველიში, მარკეში გაიმართა და ის ნუნცია დე ჯიროლამოს მიჰყავდა. კონკურსში მონაწილეობდა 40 ფინალისტი მთელი იტალიიდან. ჟიურის შემდგენლობაშ შედიოდნენ ალბა პარეტი, როსელა ერრა, მაურიციო კაზაგრანდე და ბიანკა ლუნა სანტორო, თავმჯდომარე ფრანჩესკა პასკალე გახლდათ.

1.75 სმ სიმაღლის გოგონა, დამსწრეთა შეფასებით, გამოირჩეოდა გულწრფელი იმიჯით. განსაკუთრებული ყურადღება კი ერთმა დეტალმა მიიქცია: მან სცენაზე გამოჩენა ე.წ. ბრეკეტებით გადაწყვიტა, რაც ბევრის აზრით ბუნებრიობისა და ავთენტურობის სიმბოლო გახდა. კატია ბუკიკიოს ტრიუმფს ენთუზიაზმით შეხვდნენ ბაზილიკატაში, მისი გამარჯვება ახალი ფურცელია „მის იტალიისთვის“, რომელიც სულ უფრო მეტად უსვამს ხაზს პირად ისტორიებსა და რეგიონულ ფესვებს, ვიდრე მხოლოდ ესთეტიკურ კრიტერიუმებს.






















































