მილანში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ნანიკო სირაძე გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის მძიმე სენს ებრძოდა.
„მეგობრებო, ძალიან სამწუხარო ამბით მოვედი… გარდაიცვალა ემიგრანტი მილანში… საყვარელი ნანიკო… არ ვიცი რა ხდება, ამდენი ახალგაზრდაა… დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრანტებს… უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველში სიმშვიდე მის სულს… ნანიკო ებრძოდა მძიმე ავადმყოფობას – მკერდის სიმსივნეს”
“აქ რატომ ვწერ არ ვიცი, შენისთანა ადამიანები ბევრი უნდა ყოფილიყო ქვეყნად, ჩემო ნანა. როგორ ძალიან მეტკინა გული… არ ვიცი ოდესმე თუ დავიჯერებ!”
“ნანიკო ჩემო თბილო და კეთილო ჩემო პატარა მეგობარო ნეტა არ გამეგო ეს ამბავი,დამადუმე კეთილო გოგო.” – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
ERMES TV-ის რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.





















































