“17 სექტემბერს, მილანში ოფიციალურად გაიხსნა და კვირამდე გასტანს კვირეული” – “Milano Beauty Week”, რომელიც სილამაზესა და თავის მოვლის კულტურას ეძღვნება”. ამის შესახებ ინფორმაციას Milano __ ინგას მილანი __გან ვიგებთ:
“კორსო ვიტორიო ემანუელე II-სა და ვია დეი მერკანტის გასწვრივ, მრავალი კოსმეტიკური ბრენდის სტენდი განთავსდა, სადაც სიახლეების გაცნობასთან ერთად, მცირე საჩუქრებსაც გასცემენ – ახალი თუ ძველი ხაზების სუნამოს, ტუჩსაცხისა და სახის კრემების მცირე ნიმუშებს.
როგორც ყოველთვის, უსასრულო რიგებია ხოლმე, თუმცა, ხშირად ლიდინი ღირს!
მილანის სილამაზის კვირეული, Cosmetica Italia-ს ინიციატივა და Cosmoprof-სა და Esxence-თან თანამშრომლობის შედეგია.
პროექტი განხორციელებულია კოსმეტიკის სოციალური, სამეცნიერო და ეკონომიკური ღირებულების პოპულარიზაციისა და იტალიური კოსმეტიკური ინდუსტრიის უნიკალური მახასიათებლების ხაზგასასმელად.
ადგილმდებარეობისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, ოფიციალურ ვებსაიტზე ნახავთ https://www.milanobeautyweek.it/it/
ასევე დაგაინტერესებთ: „ᲛᲘᲡ ᲘᲢᲐᲚᲘᲐ 2025“ ᲙᲐᲢᲘᲐ ᲑᲣᲙᲘᲙᲘᲝ ᲒᲐᲮᲓᲐ





















































