შეხვედრა პარასკევს დილით, პალაცო კიჯიში გაიმართება. იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი და პრემიერი ჯორჯა მელონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დილის 11:30 საათზე მიიღებს, ხოლო გზავნილი, რომელსაც იგი დონალდ ტრამპის წარმომადგენელს გადასცემს, უკვე იკითხება იმ კომენტარებიდან, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ტრამპის განცხადებაზე ამერიკული ჯარების შესაძლო გაყვანის თემაზე.
„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემზე არ არის დამოკიდებული და პირადად მე არ დავეთანხმებოდი“, – აღნიშნა მელონი მ ერევანში, მოკლე პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში, ბაქოში გაფრენამდე, რადგან დაგეგმილია მოკლე ვიზიტი აზერბაიჯანში იტალიისთვის გაზისა და ნავთობის ერთ-ერთ მთავარ მომწოდებელ ქვეყანაში.
„თუმცა – დააზუსტა მელონიმ – მინდა ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება: იტალია ყოველთვის ასრულებდა ყველა აღებულ ვალდებულებას, განსაკუთრებით NATO-ს ფარგლებში, მაშინაც კი, როცა უშუალოდ ჩვენი ინტერესები არ იყო ჩართული, მაგალითად ავღანეთში, ერაყში. გარკვეული განცხადებები, რაც ჩვენს მიმართ გაკეთდა, მე არ მიმაჩნია სწორად. მით უმეტეს რომ ალიანსის დონეზე, არავის მიუმართავს ოფიციალურად მოკავშირეებისთვის იმ გადაწყვეტილებებზე მხარდაჭერის თხოვნით, რასაც თავად იღებდნენ“.
დიპლომატიური ტონით, მაგრამ მკაფიო გზავნილით, იტალია ცდილობს დაადასტუროს საკუთარი სანდოობა ალიანსში და ამავე დროს გამოხატოს უკმაყოფილება იმ შეფასებებით, რომლებიც ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან მოდის. შეხვედრა პალაცო კიჯიში, სავარაუდოდ, სწორედ ამ ბალანსის გამყარებას დაეთმობა.
ასევე იხილეთ: ᲙᲐᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲨᲘ ᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲗᲐ ᲡᲐᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲝᲓ! – ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ





















































