მატეო სალვინი: „ვმუშაობთ უცხოელი დამნაშავეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაუქმებაზე“.
„უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ბინადრობის ნებართვის გადაცემა, იტალიელი ხალხის მხრიდან, იმიგრანტის მიმართ, კეთილშობილებისა და ნდობის აქტია. თუ ამ ნდობას უღალატებენ, ამას გაძევება მოჰყვება“, – განაცხადა პარტია “ლეგა ნორდის” გენერალურმა მდივანმა და იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ.
მან იურისტთა ჯგუფს დაავალა, გადახედონ მისი პარტიის ევროპარლამენტარების მიერ ბოლო დღეებში წარმოდგენილ უსაფრთხოების წინადადებებს, დაწყებული დანაშაულის ჩამდენი უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გაუქმებით და დაუყოვნებლივ გაძევებით.
მიზანია ქულებზე დაფუძნებული, მართვის მოწმობის მოდელის მქონე მექანიზმის შემუშავება (ქულებზე დაფუძნებული მოდელის) რათა ეფექტიანი და აღსრულებადი გახადოს პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის ბინადრობის ნებართვის გაუქმებას.
მატეო სალვინის ეს განცხადება 16 მაისს, ქალაქ მოდენაში დატრიალებულ ტრაგედიას მოჰყვა, სადაც მაროკოული წარმოშობის მამაკაცი, ხალხში მანქანით განზრახ შეიჭრა, რის შედეგადაც გამვლელები მძიმედ დაშავდნენ.
. ᲢᲠᲐᲒᲔᲓᲘᲐ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ – ᲛᲐᲛᲐᲙᲐᲪᲘ ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲘᲗ ᲮᲐᲚᲮᲨᲘ ᲨᲔᲕᲐᲠᲓᲐ, ᲐᲠᲘᲐᲜ ᲛᲫᲘᲛᲔᲓ ᲓᲐᲨᲐᲕᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ





















































