ლიტერატურული პრემია “საბას” 2024 წლის გამარჯვებულები ცნობილია:
ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “საბა” გადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.
“წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, “ეუარა“ (ინდიგო);
“წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობა ინტელექტი);
“წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო);
“წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”: ზაზა ბურჭულაძე, “ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, “საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);
“წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის “ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე);
“წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარი ბექაური, “ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
“წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკ ხარანაული, “ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი);
ნომინაციაში “წლის საუკეთესო რომანი” წელს ორი დამოუკიდებელი “საბა” გაიცა, გამარჯვებულები გახდნენ: ბესო სოლომანაშვილი, “ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავით ქართველიშვილი, “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა პალიტრა L);






















































