იტალიური სერია A-ს, ერთ-ერთი დიდი კლუბის, რომას ახალგაზრდულში, ქართველი ცენტრალური ნახევრამცველი გიორგი ცეცხლაძე აიყვანეს.
კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იტალიაში!
პირველი გუნდის გარდა, რომას ახალგაზრდულ გუნდშიც აქტიურად მიმდინარეობს ტრანსფერები. “ჯალოროსიმ” ორი ტრანსფერი წარმატებით დაასრულა, პრიმავერას გასაძლიერებლად (ახალგაზრდული გუნდის) მომავალი სეზონისთვის.
როგორც იტალიური პრესა იტყობინება,
პირველი ადამ ზელეზნია, 2004 წელს დაბადებული, მეკარე, რომელიც იუვენტუსის 20-წლამდელთა გუნდში თამაშობდა.
მეორე შენაძენი საქართველოდანაა: გიორგი ცეცხლაძე, 2005 წელს დაბადებული, ცენტრალური ნახევარმცველი, თბილისის დინამოდან, გაზრდილი დინამო თბილისის აკადემიაში.
ასევე დაგაინტერესებთ: 16 წლის გიგა გიგაური „ჰელას ვერონას“ ინტერესის ცენტრში – იტალიაში წარმატებული საცდელი ვარჯიშები





















































