კალათბურთი – 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან : ესპანეთი, უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული და ხორვატია/დანია/ნორვეგიის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორეადგილოსანი.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასასვლელად ორი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოგვიწევს. პირველი ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გავა და B ჯგუფის 3 საუკეთესო დაუპირისპირდება. ჩვენს მეწყვილე B ჯგუფში მოხვდნენ : საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდ.მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული.
საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი გავა. სწორედ ეს გზა გაიარა საქართველოს ნაკრებმა 2021-2023 წლებში, როცა პირველად, ისტორიაში გავიდა მსოფლიოზე და იაპონიაში გამართული მუნდიალის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება. მეორე ეტაპის თამაშები კი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
©️ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია






















































