კალაბრიის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
Tag: საკონსულო იტალიაში
2026 წლის 25 აპრილს, შაბათს, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ეწვიონ ქ. რეჯო-კალაბრიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:
- ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება
- საქართველოს მოქალაქის პირველადი რეგისტრაცია
- ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება
- დამზადებული ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა
მოქალაქეთა მიღება იწარმოებს: 10:00-დან 14:00 საათამდე
შემდეგ მისამართზე:
Grand Hotel Excelsior – საკონფერენციო დარბაზი, Via Vittorio Veneto, 66, 89123 Reggio Calabria RC
წარსადგენი საბუთები:
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა:
- საქართველოს მოქალაქის პირადობა + ასლი
- დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5-ზე
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის
სრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე
- ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
თუ პასპორტს ითხოვთ დაკარგული პასპორტის ნაცვლად, უნდა წარმოადგინოთ პასპორტის დაკარგვის თაობაზე ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ/კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი განაცხადის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი, ასევე უნდა მოხდეს ცნობის ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით დამოწმება.
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის არასრულწლოვანის შემთხვევაში:
- არასრულწლოვანის პასპორტის მოთხოვნისას აუცილებელია ორივე მშობლის პირადი გამოცხადება
- 9 წლიდან ბავშვის გამოცხადება სავალდებულოა
- დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბავშვის ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე
- ბავშვის დაბადების მოწმობა თუ დაბადების მოწმობა გაცემულია იტალიაში (ან სხვა ქვეყანაში), წარმოადგინეთ აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო/მრავალენოვანი (Internacional/Plurilingüe) დაბადების მოწმობის ორიგინალი
- თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საქართველოში, წარმოადგინეთ ორიგინალი ან ასლი.
- ბავშვის ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
- ორივე მშობლის პასპორტი ორიგინალი + ასლი
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკუნსულოს შემდეგ ნომრებზე: 0809189650, 0809189651 (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00საათამდე).
Tag: საკონსულო იტალიაში
ასევე იხილეთ: 10 ᲐᲞᲠᲘᲚᲘᲓᲐᲜ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲨᲘ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ – EES





















































