რატომ არის აუცილებელი ამ ინფორმაციის ცოდნა?!
თუ იტალიაში ცხოვრობთ და მუშაობთ, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს რომელიმე ორგანიზაცია, თუ კერძო სექტორი და ოჯახი, ისეთივე შრომითი უფლებები გაქვთ, როგორც სხვა ნებისმიერ სექტორებში დასაქმებულებს, თქვენ გეკუთვნით როგორც დასვენება, ასევე ანაზღაურება, მაგრამ ოჯახში დასაქმებული პირების შემთხვევაში, ხშირად ხდება ისე, რომ ოჯახი, დასაქმებულ პირს სადღესასწაულო დღეებშიც სთხოვს მუშაობას. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამატებით უნდა გადაგიხადოთ შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება სამუშაო კონტრაქტის ტიპის მიხედვით.
გთავაზობთ სადღესასწაულო, დასვენების დღეების სრულ სიას იტალიურად, ქართული შესატყვისით (ზოგიერთ შემთხვევაში, არა პირდაპირი თარგმანით, არამედ ქართული მნიშვნელობით).
1 იანვარი, ოთხშაბათი – Capodanno – ახალი წელი
6 იანვარი, ორშაბათი – Epifania – ნათლისღება
20 აპრილი (2025წ.), კვირა – Pasqua – აღდგომა (მოძრავი თარიღი)
21 აპრილი (2025წ.) ორშაბათი – Lunedi del Angelo – მიცვალებულთა ხსენების დღე (დიდი ორშაბათი, მოძრავი თარიღი)
25 აპრილი, პარასკევი – Festa della liberazione – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
1 მაისი, ხუთშაბათი – Festa dei lavoratori – მშრომელთა დღე
2 ივნისი, ორშაბათი – Festa della Repubblica – რესპუბლიკის დღე
15 აგვისტო, პარასკევი – Ferragosto – ღვთისმშობლის მიძინების დღე
1 ნოემბერი, შაბათი – Tutti i santi – ყველა წმინდანის დღე
8 დეკემბერი, ორშაბათი – Festa dell’immacolata – ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღე
25 დეკემბერი, ხუთშაბათი – Natale – შობა
26 დეკემბერი, პარასკევი – Santo stefano – წმინდა სტეფანეს ხსენების დღე
ასევე, იმ ქალაქის მფარველი წმინდანის დღე, სადაც მუშაობთ.
ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ და აქვე გთავაზობთ 2025 წლის კალენდარს, სადაც დღესასწაულები, წითლად არის მონიშნული.
მოამზადა ნინა მამუკაძემ ექსკუზივტვ-ის მასალის მიხედვით






















































