იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსი იტალიაში, გარნიანოში.
მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს, რომელიც გაიმართება 2026 წლის ივლისის და აგვისტოს თვეებში ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (90 საათს) შეადგენს.
კურსზე სწავლა შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ასაკი 18-40 წელი). კურსზე სწავლისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, არაუგვიანეს 2026 წლის 7 აპრილის 12:00სთ-მდე (იტალიური დროით).
იტალიურ ენაზე დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ: https://www.unimi.it/…/corsi-di-lingua-e-cultura…
ინგლისურ ენაზე დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ: https://www.unimi.it/…/courses-italian-language-and…





















































