იტალიური ენის უფასო კურსები ემიგრანტებისთვის ქალაქ პრატოში.
იტალიური ენის უფასო კურსებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იგი განკუთვნილია ტოსკანას რეგიონში მცხოვრები ემიგრანტი ქალებისთვის „Attiva-Mente“ პროექტის ფარგლებში.
სასწავლო დონე განსაზღვრულია როგორც Pre A1. შეგახსენებთ, რომ ეს არის საწყისი დონე სადაც უცხოელები შეისწავლიან წერა-კითხვას დ ამარტივ დონეზე კომუნიკაციას.
კურსის სტრუქტურა
- კურსის ხანგრძლივობაა 44 საათი,
- გაკვეთილები ჩატარდება ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს,
- 9:00-დან 12:00-მდე,
- 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე,
- მისამართზე: Centro Ventrone, ვია დელე გარდენიე 75, პრატო.
- განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ, სპეციალური ფორმის მეშვეობით, ან პირადად, მითითებულ საინფორმაციო სერვის-ცენტრებში.
კონტაქტი
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ასოციაცია Cieli Aperti-ს
- მის: ვია მარენგო 51, პრატო
- ტელ.: 0574/607226
- ელ.ფოსტა: info@cieliaperti.it.
- ოფისები ღიაა ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 9:00-დან 13:00-მდე.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲣᲠᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲐ ᲒᲠᲫᲔᲚᲕᲐᲓᲘᲐᲜᲘ “ᲞᲔᲠᲛᲔᲡᲝᲡ” ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ – ᲧᲕᲔᲚᲐ ᲓᲔᲢᲐᲚᲘ





















































