უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს მინიმუმ 5 წელი და სურს მიიღოს ბინადრობის გრძელვადიანი ნებართვა, ვალდებულია ჰქონდეს იტალიური ენის სერთიფიკატი დონე A2.
თუ თქვენ არ გაქვთ შემდეგი ტიპის სერთიფიკატი CILS, CELI, PLIDA, დონე A2 (მინიმუმ), მაშინ უნდა ჩააბაროთ იტალიური ენის გამოცდა რომელიც სავალდებულო, აკრედიტირებულ ცენტრში.
ამისთვის არსებობს ორი გზა:
1. თუ გამოცდის ჩასაბარებლად ენის საკმარისი ცოდნა არ გაქვთ, შეგიძლიათ გაიაროთ ენის კურსი CPIA-ში (Centri Provinciali per l’Istruzione degli Adulti), რომელიც ბევრ ქალაქშია. ამ კურსის გავლის შემდეგ, გამოცდის ჩაბარება უფასოა.
2. თუ თვლით, რომ შესაბამისი ცოდნა უკვე გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ გამოცდა პირდაპირ დაჯავშნოთ. ტესტის ჩასაბარებლად უნდა გააკეთოთ განაცხადი იმ პროვინციის პრეფექტურაში, სადაც ცხოვრობთ, სპეციალური ონლაინ პლატფორმის საშუალებით: https://portaleservizi.dlci.interno.it/AliSportello/ali/home.htm
- პასუხს გამოცდის თარიღისა და ადგილის შესახებ მიიღებთ ასევე ონლაინ არაუგვიანეს 60 დღისა.
- თუ გამოცდაზე გასვლის შემდეგ, ტესტის შედეგი დადებითია, პრეფექტურა ელექტრონულად აცნობებს შესაბამისი პროვინციის ქვესტურას, რომელიც, სხვა, კანონით გათვალისწინებული პირობების და საბუთების შემოწმების შემდეგ, გასცემს ბინადრობის გრძლევადიან ნებართვას.
- თუ პასუხი უარყოფითია, იგივე პროცედურის გავლას შეცლებთ პირველი გამოცდიდან 90 დღის შემდეგ.
- საკუთარი ტესტის შედეგის ნახვა იმავე ვებგვერდზე შესაძლებელია.
ტესტის ჩაბარებისგან გათავისუფლებულნი არიან:
- 14 წლამდე ასაკის ბავშვები;
- პირები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა, რომელიც შეიძლება ენის სწავლაში უშლიდეს ხელს და ეს დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐ – ᲗᲐᲜᲐᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘ ᲛᲝᲛᲕᲚᲔᲚᲘᲡ (ᲑᲐᲓᲐᲜᲢᲔ) ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲝᲕᲐᲚᲔᲝᲑᲔᲑᲘ





















































