იტალიური ენა – მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობა ეძლევათ.
კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე – online.naec.ge – 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
სავალდებულოა, 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხადონ(არანაკლებ ერთი გამოცდის).
2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსუფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა,დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდადა აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზოპროფესიული უნარების გამოცდები.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმსაგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსიიდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებებინათარგმნია უცხოურ ენაზე).
მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით(bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
კანდიდატებმა, რომელთაც სპეციალური საგამოცდო პირობები სჭირდებათ, რეგისტრაციის პროცესში უნდა მონიშნონშესაბამისი გრაფა და 6 მაისის 18:00 საათამდე ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა)შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგინონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონგამოცდებთან დაკავშირებულ დეტალებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.
Tag: იტალიური ენა
ასევე იხილეთ: ᲒᲐᲮᲓᲘ ᲛᲝᲮᲐᲚᲘᲡᲔ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ





















































