იტალიური ენა – იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსი იტალიაში, გარნიანოში. ინფორმაციას იტალიის საელჩო თბილისში ავრცელებს.
“მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს, რომელიც გაიმართება 2025 წლის 14 ივლისიდან 2 აგვისტომდე ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (90 საათს) შეადგენს. Tag: იტალიური ენა
კურსზე სწავლა შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ასაკი 18-40 წელი). კურსზე სწავლისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე. სწავლის საფასური იცვლება წარმომავლობის ქვეყნის მიხედვით.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, არაუგვიანეს 2025 წლის 4 მაისის 12:00სთ-მდე (იტალიური დროით).”
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://ambtbilisi.esteri.it/…/%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90…/
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – რას ნიშნავს რეზიდენცა და ოსპიტალიტა და რა სხვაობაა მათ შორის?!





















































