ჯორჯა მელონი – დღეს, 17 აპრილს, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
“ვიმუშაოთ ერთად, უფრო ძლიერი დასავლეთის ასაშენებლად.
დღეს, ვაშინგტონში შევხვდი პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპს. ჩვენს შორის გაიმართა სამართლიანი და კონსტრუქციული დისკუსია სტრატეგიულ საკითხებზე: უსაფრთხოებიდან თავდაცვამდე, არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლიდან, სავაჭრო ურთიერთობებამდე.
ვისარგებლე შემთხვევით და მე ის რომში დავპატიჟე და ბედნიერი ვარ, რომ დათანხმდა. ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენს ერებს შორის დიალოგის გასაძლიერებლად.
იტალია სულ უფრო ხდება პროტაგონისტი, სწრაფად ცვალებად საერთაშორისო სცენარში. დღეს კი, ასევე ბოლო წლებში გაწეული შრომის წყალობით, ჩვენს აზრს ისმენენ და პატივს სცემენ.
კავშირი იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის რჩება მყარი, სასიცოცხლო და გადამწყვეტი, დიდი, გლობალური გამოწვევების ერთად დასაძლევად” – აცხადებს ჯორჯა მელონი.





















































