იტალიის ქალაქ ბატიპალიას პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ორი მამაკაცი, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე ფრანგულ სანომრე ნიშნიანი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, არ დაემორჩილნენ საპატრულო ეკიპაჟის მოწოდებას, გაჩერებულიყვნენ საკონტროლო პუნქტზე, რის შემდეგაც მოხდა პოლიციის მხრიდან დადევნება.
ორივე მათგანი იდენტიფიცირებისათვის კომისარიატში გადაიყვანეს, რადგან თან არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები. ერთ-ერთი მათგანის მიმართ, რომელიც აღმოჩნდა რომ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა, ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გამოიცა და ის სადეპორტო განყოფილებაში გადაიყვანეს.





















































