იტალიის მოქალაქეობა – რომის საკონსტიტუციო სასამართლომ, მიმდინარე წლის 21 იანვარს დაამტკიცა რეფერენდუმი, რომლის თანახმადაც, შესაძლოა იტალიის მოქალაქობისთვის აქამდე საჭირო (ჩაწერის) ვადა 10 წელი, 5 წლამდე შემცირდეს. ეს იქნება ერთგვარი შესაძლებლობა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ იტალიის ტერიტორიაზე და სურთ იტალიის მოქალაქეობის მიღება.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოქალაქეობის შესახებ საჯარო დებატებში. ეს არის თემა, რომელიც წლების განმავლობაში ორად ჰყოფდა საზოგადოებრივ აზრს და პოლიტიკურ ძალებს. ამ კანონის დამტკიცებით განახევრდება მოქალაქეობის მიღებისათვის საჭირო პერიოდი, რაც გაუმარტივებს ინტეგრაციის პროცესს იმ უცხოელებს, რომლებსაც სრული ინტეგრაცია სურთ იტალიურ საზოგადოებაში.
გადამწყვეტი არჩევანი მომავლისთვის
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაშვებული რეფერენდუმი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს იტალიის პოლიტიკურ და სოციალურ რეალობაში. მოქალაქეობა არა მხოლოდ იურიდიული სტატუსია, არამედ მიკუთვნებულობის და ინკლუზიის სიმბოლოც. მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანის ხუთ წლამდე შემცირებამ შეიძლება ხელი შეუწყოს უცხოელების ინტეგრაციას, რაც პასუხობს მზარდი მულტიკულტურული საზოგადოების საჭიროებებს.
მოქალაქეების სიტყვა
იტალიის მოქალაქეებს ხმის მისაცემად 2025 წლის აპრილიდან ივნისამდე გამოიძახებენ. რეფერენდუმის ჩატარების ზუსტი თარიღი უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.
პოლიტიკური და სოციალური რეაქციები
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთის მხრივ, რეფერენდუმის მომხრე პოლიტიკური ძალები ხაზს უსვამენ, რომ შესაძლოა ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყოს იტალიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეორე მხრივ, კრიტიკოსები შიშობენ, რომ ცვლილება შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების შესუსტებად, ასევე დაპირისპირებად და დაყოფად.
შემდეგი ნაბიჯები
რეფერენდუმის დამტკიცებით იწყება საარჩევნო კამპანიის ეტაპი, რომელიც იტალიაში მოქალაქეობის მომავლის სხვადასხვა ხედვას დაუპირისპირდება. უახლოეს თვეებში უმნიშვნელოვანესი იქნება ღია და კონსტრუქციული დებატები, რომლებიც მოქალაქეების ინფორმირებას და მათ რეფერენდუმში ჩართვას უზრუნველჰყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ: დახმარება იტალიაში კომუნალური გადასახადებისათვის





















































