იტალიაში მიგრანტთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იგეგმება. დასაქმებული უცხოელები ითხოვენ სამართლიანობას, პატივისცემას და ღირსეულ მოპყრობას.
Tag: ემიგრანტები იტალიაში
უცხოელთა შრომა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იტალიის ეკონომიკაში, მაგრამ ისინისამწუხაროდ კვლავ ექვემდებარებიან დისკრიმინაციასა და ექსპლუატაციას.
საპროტესტო აქციებს გეგმავს მიგრანტთა პროფესიული კავშირი UNIONE SINDACALE DI BASE.
ისინი მოითხოვენ:
- ლეგალიზაციასა და ბინადრობის ნებართვას ყველასთვის
- ღირსეულ ხელფასსა და შრომითი უფლებების დაცვას
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას
- მოქალაქეობის უფლების აღიარებას
- CPR ცენტრების (მიგრანტთა დაკავების ცენტრების) დახურვას (რადგან მათი თქმით, ისინი არაჰუმანური დაწესებულებებია).
აქცია დაგეგმვა მიმდინარეობს სოციალური დაძაბულობის ფონზე. 20 ივნისს გამოცხადებულია საერთო გაფიცვა, 21 ივნისს კი ქვეყანაში დაგეგმილია დემონსტრაცია „პალესტინელი ხალხის გენოციდის“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
ორგანიზატორები ამბობენ: “მიგრანტებს მადლობას უნდა ვუხდიდეთ, მაგრამ მათ დამნაშავეებად ვთვლით. დროა უცხოელების ხმას მეტი ძალა მივანიჭოთ.”
მთავარი აქცია გაიმართება რომში: Piazza Santi Apostoli-ზე, 12 ივნისს, 16:30 საათზე.
Tag: ემიგრანტები იტალიაში
ასევე დაგაინტერესებთ: იტალიის პოლიციამ დააკავა 9 პირი, რომელთაც არალეგალი მიგრანტები მათ შორის ქართველებიც გადაჰყავდათ





















































