იტალიის ხელისუფლებამ მუსლიმი, წარმოშობით პაკისტანელი ლიდერი, ალი კაშიფი გააძევა მას შემდეგ, რაც მან დასაშვებად გამოაცხადა ცხრა წლის გოგონაზე ქორწინება. ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ფარულად ჩაიწერეს მისი ნათქვამი, რომ „სრულწლოვანება“ მენსტრუაციის დაწყებაზეა დამოკიდებული.
ამის შემდეგ, იტალიურმა შესაბამისმა უწყებებმა, მას ბინადრობის ნებართვა ჩამოართვეს და მალპენზას აეროპორტის გავლით პაკისტანში გააძევეს.
გაძევება არ მოხდა სისხლის სამართლის საფუძველზე, არამედ ის ეფუძნება ხელისუფლების შეფასებას, რომ აღნიშნული პირი, საფრთხეს წარმოადგენს სოციუმისთვის.
კაშიფის ნათქვამმა დიდი აღშფოთება გამოიწვია და შეფასდა როგორც “შეუთავსებელი იტალიის სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებთან, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დაცვის საკითხთან”.
ამ საქმემ, კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში სიტყვის თავისუფლების ზღვრის საკითხი, როცა ის კონფლიქტში მოდის ფუნდამენტურ უფლებებთან.





















































