იტალიის ქალაქ ტურინის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ბადანტე და მისი ქმარი, რომელთაც გარდაცვლილი ლიდო ფრედიანის ნათესავები, თაღლითობაში და მოხუცის მოტყუებაში ადანაშაულებდნენ. წყვილს, 4 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ საბოლოოდ, მათ პროცესი მოიგეს და ანდერძით გათვალისწინებული თანხაც ერგებათ.
შემთხვევა 2020 წლის მაისში მოხდა, როდესაც 92 წლის მოხუცმა, მსოფლიოში ცნობილმა ქიმიკოსმა ლიდო ფრედიანიმ, გადაწყვიტა მთელი ქონება, რომელიც 3 მილიონ ევროს შერადგენდა, 5 დღის გაცნობილი მომვლელისა და მისი ქმრისთვის დაეტოვებინა, რადგან არ უნდოდა მისი კუთვნილი ქონება, ნათესავებს დარჩენოდათ, რომელთაც მოხუცი მიტოვებული ჰყავდათ მაშინაც კი, როცა მას სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
თავდაპირველად, სასამართლომ წყვილის კეთილსინდისირებაში ეჭვი შეიტანა, მაგრამ საბოლოოდ, არაერთი მოწმის დაკითხვის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოხუცს ისინი 5 დღის გაცნობილი ჰყავდა და უბრალოდ ვერ მოაქცევდნენ თავიანთი ზეგავლენის ქვეშ ისე, რომ მთელი ქონება მიეთვისებინათ, გაამართლა და ქონებაც მათ მიაკუთვნა. ისინი უბრალოდ პირველი შემხვედრები აღმოჩნდნენ. მათ ადგილას ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოხუცისთვის მთავარი იყო, ქონება ნათესავებს არ დარჩენოდათ.





















































