განათლება იტალიაში – ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალურად ქართული დიაპორისთვის ორგანიზებული, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, ქართვლი მედიატორი და თარჯიმანი ნეაპოლში და აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი, მაკა ხაჩოშვილი გვიზიარებს.
მაკა ხაჩოშვილი: “დაპირებული ინფორმაცია!
მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ნეაპოლში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა, ფედერიკო მეორის უნივერსიტეტში, გაიმართება 29 მაისს, 16:30 საათზე, პოლიტიკური მეცნიერების განყოფილებაში – Dipartimento di scienze politiche
მისამართი: Via Leopoldo Rodinò 22
შეხვედრის დროს დეტალურად და ამომწურავად ვისაუბრებთ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებზე, მიღების პროცედურებზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე და ყველა იმ საკითხზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
აუდიტორიის მისამართს მალე გაგიზიარებთ.
გელოდებით გულთბილ გარემოში!
გთხოვთ, გაუზიაროთ პოსტი ყველა დაინტერესებულს”.
ასევე დაგაინტერესებთ: განათლება იტალიაში – სწავლა იტალიურ უნივერსიტეტში?!





















































