საზაფხულო ფასდაკლებები 2025 წელს, იტალიის უმეტეს რეგიონში, შაბათს, 5 ივლისს იწყება, ხოლო ხანგრძლივობა რეგიონების მიხედვით განსხვავდება.
გამონაკლისს წარმოადგენს ტრენტოსა და ბოლცანოს ავტონომიური პროვინციები, რომლებიც საკუთარი, კონკრეტული კალენდრით ხელმძღვანელობენ.
ქვემოთ მოცემულია თითოეული რეგიონის ფასდაკლების პერიოდის დეტალები:
- აბრუცო: 5 ივლისიდან 60 დღის განმავლობაში.
- ბაზილიკატა: 5 ივლისი – 2 სექტემბერი.
- კალაბრია: 5 ივლისიდან 60 დღის განმავლობაში.
- კამპანია: 5 ივლისიდან 60 დღის განმავლობაში.
- ემილია-რომანია: 5 ივლისიდან 60 დღის განმავლობაში.
- ფრიული-ვენეცია-ჯულია: 5 ივლისი – 30 სექტემბერი.
- ლაციო: 5 ივლისიდან 6 კვირის განმავლობაში.
- ლიგურია: 5 ივლისი – 18 აგვისტო (45 დღის განმავლობაში).
- ლომბარდია: 5 ივლისი – 2 სექტემბერი (60 დღის განმავლობაში).
- მარკე: 5 ივლისი – 1 სექტემბერი.
- მოლიზე: 5 ივლისიდან 60 დღის განმავლობაში.
- პიემონტე: 5 ივლისიდან 8 კვირის განმავლობაში.
- პულია: 5 ივლისი – 2 სექტემბერი.
- სარდენია: 5 ივლისიდან 60 დღის განმავლობაში.
- სიცილია: 5 ივლისი – 15 სექტემბერი.
- ტოსკანა: 5 ივლისიდან 60 დღის განმავლობაში.
- უმბრია: 5 ივლისიდან 60 დღის განმავლობაში.
- ვალე დ’აოსტა: 5 ივლისი – 30 სექტემბერი (60 დღის განმავლობაში).
- ვენეტო: 5 ივლისი – 31 აგვისტო.
- ტრენტოს ავტონომიური პროვინცია: ყოველი მეწარმე თავად განსაზღვრავს პერიოდს, ოღონდ არ უნდა გადააჭარბოს 60 დღეს.
- ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია:16 ივლისიდან 13 აგვისტომდე უმეტეს ნაწილში; ზოგიერთ ტურისტულ ლოკაციაში (მაგ. ვალ გარდენა, ალტა ბადია) 22 აგვისტოდან 19 სექტემბრამდე.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – “PostePay Evolution მფლობელთა საყურადღებოდ!” – მაკა ხაჩოშვილი





















































