“ეს დღეებია გამუდმებით ვფიქრობ – ემიგრაციაში რომ იღუპება ადამიანი ჰგავს თუ არა ბრძოლის ველზე დაცემას?!” – იტალიის ქალაქ პისტორიში მცხოვრები ემიგრანტი, საემიგრაციო ოფისის GEO ETS ხელმძღვანელი ნონა მაჭარაშვილი, სამწუხარო ამბავს გვიზიარებს: იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.
“სამწუხაროდ, კიდევ ერთი ოჯახს შეწირული ემიგრანტი ბრუნდება სამშობლოში.
დღეს, პისტოიას სან-იაკოპოს კლინიკაში დასრულდა ქალბატონ როზა მეგრელიშვილის სიცოცხლე…
სასუფეველი თქვენს სულს, ქალბატონო როზა. სასუფეველი – ყველა გარდაცვლილი ემიგრანტის სულს.
სული? როდის მიფრინავს დაღუპული ემიგრანტის სული სამშობლოში?
ემიგრანტის სული და სხეული, წამოსვლის დღიდან ეყრება ერთმანეთს და სამშობლოში, მის ოჯახში რჩება სამუდამოდ. ემიგრაციაში სული არ არსებობს…” – წერს ნონა მაჭარაშვილი.
ERMES TV-ის რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
ასევე იხილეთ: ᲢᲝᲡᲙᲐᲜᲐᲨᲘ ᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲝᲓ – ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲝ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ





















































