იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 65 წლის სამტრედიელი იზო არველაძე, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. იზო არველაძე წლების განმავლობაში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში მუშაობდა, რათა ოჯახსა და დაობლებულ შვილიშვილებზე ეზრუნა.
წყარო: “მას დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, გოგო შვილი გარდაეცვალა, ძალიან დიდ ტკივილს ატარებდა გულით და სამ ობოლს ზრდიდა, მისი სიძე ნაადრევად დაიღუპა და ეხმარებოდა, თუმცა შემდეგ შვილიც დაკარგა…“





















































