იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალის გარდაიცვალა
სამწუხარო ამბავი იტალიიდან – გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 55 წლის მაია წელაური (კოკოშაშვილი), ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის მკვიდრი. იგი წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მაია ბოლო პერიოდში მძიმე სენთან, ავთვისებიან სიმსივნესთან იბრძოდა, თუმცა დაავადებამ საბოლოოდ იმძლავრა.
ამჟამად, ოჯახი გადის ყველა საჭირო პროცედურას, რათა გარდაცვლილის ცხედარი სამშობლოში გადაასვენონ. მისი დაკრძალვა მშობლიურ ენისელში იგეგმება, სადაც მას თანასოფლელები და ახლობლები საბოლოო გზაზე გააცილებენ.
ახლობლები ამბობენ, რომ მაია წელაური გამორჩეული სითბოს, კეთილშობილების მატარებელი ადამიანი იყო:
“კიდევ ერთხელ დაირეკა გლოვის ზარი ენისელში. იტალიაში გარდაიცვალა უძვირფასესი, სიკეთის და სიყვარულის მთესველი ქალბატონი მაია წელაური (კოკოშაშვილი). დატოვა დიდი სიყვარული და უძვირფასესი ოჯახი ამქვეყნად. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი! გახარება მისცეს მის ოჯახს და საყვარელ ადამიანებს ამ ქვეყანაზე!”
“როგორ მენანები, როგორ მტკივა გული… რამდენი რამ მახსენდება, რამდენ ტკივილს გაუძლე, მაგრამ მაინც გაჯობა ამ დაუნდობელმა სიკვდილმა.”
“ღმერთო, რატომ ასეთი ახალგაზრდები… ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას!”
რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
იტალიაში ემიგრანტი გარდაიცვალა
იხილეთ ასევე: ᲘᲢᲐᲚᲘᲐ – ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲛ ᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲓ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ ᲛᲘᲘᲦᲝ – ᲥᲕᲔᲡᲢᲣᲠᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ ᲓᲘᲡᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲪᲘᲣᲚᲐᲓ ᲡᲪᲜᲝ





















































