იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალი, ახმეტის მკვიდრი ნათელა ბერიაშვილი, გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობდა და ადგილობრივ ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა.
გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს. ნათელა ბერიაშვილის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ შესაბამისი სამსახურების კოორდინაციით. თავდაპირველად, აღნიშნული ინფორმაცია, “მთავარი ამბები გახეთიდან” გაავრცელა.
ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა. დეტალები გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივი ემიგრანტული საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამენ ნათელა ბერიაშვილის გარდაცვალების გამო.
საემიგრაციო და ქართულ-იტალიური მედია ERMES TV-ის რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ემიგრანტის ოჯახს და ახლობლებს.
ასევე იხილეთ: ემიგრანტის წერილი – “მე ვბრუნდები!”





















































