იტალიაში ქართველი გარდაიცვალა – ქალაქ ნეაპოლში ახალგაზრდა ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საემიგრაციო ჯგუფში დიდ მწუხარებას გამოთქვამენ გარდაცვლილის ნაცნობ-მეგობრები და სრულიად საემიგრაციო საზოგადოება.
კახა ბაღათრიშვილი, რომელიც წარმოშობით თელავიდან გახლდათ, იტალიაში ქალაქ ნეაპოლში ცხოვრობდა. მას საკუთარ ბინაში მიაგნეს, ექიმებმა ახალგაზრდას გადარჩენა ვერ შეძლეს.
რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კახა ბაღათრიშვილის ოჯახს და ახლობლებს.





















































