იტალია – Dimissione და Licenziamento ორივე კონკრეტული სამუშაოს კონტრაქტის დახურვისას ფორმდება, მაგრამ მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება. პირველია, როდესაც თქვენი ნებით ტოვებთ სამსახურს და მეორე – როდესაც ოჯახი გათავისუფლებთ, ან მოხუცი გარდაიცვლება. ამიტომ, ძალიან ყურადღებით იყავით, რომელს აფორმებს თქვენი დამსაქმებელი ოჯახი, რადგან Dimissione-ს გაფორმების შემთხვევაში ვერ დაინიშნავთ უმუშევრობის დახმარებას, Disoccupazione-ს.
სწორედ ამ თემაზე ემიგრანტისგან “ერმესი მედიის” რედაქციაში კითხვა შემოვიდა, რომელიც, ვფიქრობ, ბევრ ქართველს დააინტერესებს: “ვმუშაობდი “ბადანტედ” რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ ოჯახში. გასულ თვეს, მოხუცი გარდაიცვალა და შესაბამისად დავრჩი უმუშევარი, ამიტომ გადავწყვიტე “დიზოკუპაციონეზე” შემეტანა განაცხადი, მაგრამ ვერ შევძელი. როდესაც საბუთები მივიტანე, აღმოვაჩინე, რომ ოჯახს დაწერილი ჰქონდა “დიმისიონე”. რა შეიძლება მოვიმოქმედო?”
კითხვაზე პასუხი შემდეგია: ოჯახს უნდა სთხოვოთ “დიმისიონე” შეცვალოს “ლიჩენციამენტოთი”. ამის გაკეთება თქვენ არ შეგიძლიათ, თავად დამსაქმებელმა ოჯახმა უნდა გააკეთოს.
ასევე იხილეთ: ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ TFR, ᲘᲒᲘᲕᲔ “ᲚᲘᲙᲕᲘᲓᲐᲪᲘᲝᲜᲔ” ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ?!





















































