თუ იტალიაში ოჯახში მუშაობთ და სამსახურიდან თავისფალი საათების აღება დაგჭირდათ, ექიმთან ვიზიტისთვის, ან თუნდაც საბუთების მოსაწესრიგებლად, უნდა იცოდეთ, რომ ეს დრო ოჯახმა ჩვეულებრივ უნდა აგინაზღაუროთ. ოღონდ, მხოლოდ საათების გარკვეული რაოდენობა.
იტალიაში, ოჯახში დასაქმებული პირის (დამხმარე, მომვლელი, ძიძა) უფლებები რეგულირდება Contratto Collettivo Nazionale del Lavoro Domestico (CCNL)-ით. აღნიშნული ხელშეკრულება განსაზღვრავს ანაზღაურებად ნებართვებს (შვებულებისგან დამოუკიდებელ დასვენების საათებს) სამედიცინო ვიზიტებისა და დოკუმენტურად დადასტურებული პირადი საქმეებისთვის, როგორიცაა ბინადრობის ნებართვის განახლება, ან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული პროცედურები. Tag: იტალია ბადანტე
რამდენი საათი ანაზღაურებადი ნებართვა გეკუთვნით წელიწადში?
ანაზღაურებადი ნებართვის საათების რაოდენობა დამოკიდებულია შრომითი ხელშეკრულების ტიპზე:
- თანამცხოვრები მომვლელი სრულ განაკვეთიანი კონტრაქტით (badante convivente full-time) – 16 საათ;
- არათანამცხოვრები მომვლელი (badante non convivente) – 12 საათი;
- ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული მომვლელი (კვირაში 30 საათზე ნაკლები) – 12 საათი,
თუმცა, ეს რაოდენობა პროპორციულად მცირდება ფაქტობრივად ნამუშევარი საათების მიხედვით. მაგალითად, თუ მომვლელი მუშაობს სტანდარტული დატვირთვის ნახევარს, ნებართვის საათებიც შესაბამის პროპორციაში შემცირდება.
რა შემთხვევებში შეიძლება ამ ნებართვების გამოყენება?
- სამედიცინო ვიზიტები
- კლინიკური კვლევები და ანალიზები
- სამკურნალო პროცედურები
- ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურები
- სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ადმინისტრაციული საქმეები
მნიშვნელოვანია, რომ:
- აღნიშნული ვიზიტები ემთხვეოდეს სამუშაო საათებს;
- დამსაქმებელ ოჯახს წარუდგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (სამედიცინო ცნობა, ვიზიტის ქვითარი, ოფიციალური მოწვევა და სხვ.).
ანაზღაურებადია თუ არა აღნიშნული ნებართვები?
დიახ. ეს საათები ჩვეულებრივ ანაზღაურდება და არ აკლდება წლიურ ანაზღაურებად შვებულებას.
თუ დასაქმებული წლის განმავლობაში სრულად გამოიყენებს მისთვის განკუთვნილ საათებს, დამატებითი ნებართვა შეიძლება დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმდეს როგორც ანაზღაურების გარეშე ნებართვა.
ასევე იხილეთ: PATRONATO, CAF ᲓᲐ COMERCIALISTA – ᲕᲘᲡ ᲠᲐ ᲠᲝᲚᲘ ᲐᲥᲕᲡ ᲓᲐ ᲕᲘᲡ ᲠᲝᲓᲘᲡ ᲛᲘᲕᲛᲐᲠᲗᲝᲗ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ?!





















































