იტალიაში, ოჯახში დასაქმებული პირი (ბადანტე, კოლფი, ძიძა), არის თუ არა ვალდებული, შეავსოს წლიური დეკლარაცია, რომელსაც 7 30-ის სახელით ვიცნობთ?
შეკითხვა “ერმესტვ-ის” რედაქციაში შემოვიდა და ვეცდებით ამომწურავად ვუპასუხოთ:
7 30 თქვენს წლიურ შემოსავალს და გასავალს აჯამებს, ადარებს და ამის მიხედვით გაკისრებთ გადასახადს, ან პირიქით, უკან გიბრუნდებთ თანხას, თუ წლიური ხარჯი, მაღალი დაგიფიქსირდათ.
7 30-ს შევსება სავალდებულოა, თუ თქვენი წლიური შემოსავალი აღემატება დაახლოებით 8000 ევროს (ზუსტი თანხა განისაზღვრება თქვენი Irpef-ის მიხედვით, ცოტა განსხვავებას იძლევა).
ასევე, სავალდებულოა, თუ წლის განმავლობაში გქონდათ ერთზე მეტი CUD, ანუ ერთზე მეტი სამუშაო ხელშეკრულება. ამაში იგულისხმება როგორც პარალელურად ორი სამუშაო კონტრაქტი, ასევე ისიც თუ ერთი სამუშაო ხელშეკრულება დახურეთ და მეორე გააფორმეთ.
რა შემთხვევაშია სარგებლიანი 7 30-ს გაკეთება მაშინაც კი, თუ ამის ვალდებულება არ გაქვთ. სარგებლიანია იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში, ბევრი ისეთი ხარჯი გქონდათ, რაც ფისკალურად დასტურდება. მაგ: სამედიცინო ხარჯები, მედიკამენტების ხარჯი, სწავლის გადასახადი და ა.შ. ამ შემთხვევაში ნაშთი უკან დაგიბრუნდებათ.
7 30 სავალდებულოა ასევე, თუ იტალიის მოქალაქეობაზე შეგაქვთ განაცხადი (მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანისას ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებით, თუ მოტივი ქორწინებაა ან პოლიტიკური თავშესაფარი გაქვთ).
რა მოხდება, თუ 7 30-ს გაკეთების ვალდებულება გაქვთ და თავს აარიდებთ?
შემოსავლების სამსახური, პერიოდულად ახორციელებს კონტროლს და აღმოჩენის შემთხვევაში, დაგითვლიან ყველა გამოტოვებულ წელს და დაგაკისრებენ გადასახდელ თანხას დამატებული ამ თანხის 120-დან 240 პროცენტამდე.

რეკლამა ჩვენთან!
ქართულ-იტალიური და საემიგრაციო მედია ERMES•TV გთავაზობთ სხვადასხვა სარეკლამო სერვისს!
თუ ხარ წარმატებული, ან ახლა იწყებ საზოგადოებრივად აქტიურ და მნიშვნელოვან ამბებს და გინდა შენი პერსონა, ან საქმიანობა უფრო დიდმა აუდიტორიამ გაიცნოს…
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სარეკლამო პაკეტებს.





















































