იტალიაში, 2026 წლიდან, ოჯახებში დასაქმებული პირების ხელფასი იზრდება. რამდენით მოიმატებს დასაქმებულთა ანაზღაურება და რა სხვა ცვლილებები განხორციელდება?
ცვლილება, მთელი ქვეყნის მასტაბით ხორციელდება და ის, მოხუცებულთა მომვლელების, ოჯახის დამხმარეებისა და ძიძებისთვის ანაზღაურების მომატებას და მათი უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას ხელი 2025 წელს მოეწერა და ძალაში ნოემბრიდან შევიდა.
აღნიშნულ კატეგორიას, ხელფასი, რამდენიმე წლის განმავლობაში პერიოდულად მოემატება. პირველი მომატება 2026 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდება.
მაგალითად, BS კატეგორიისთვის, ჯამში, დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, ხელფასი, 100 ევროთი მოიმატებს (გადასახადების ჩათვლით).
- +40 ევრო – 2026 წლის იანვარი
- +30 ევრო – 2027 წლის იანვარი
- +15 ევრო – 2028 წლის იანვარი
- +15 euro – 2028 წლის სექტემბერი
როგორც აღვნიშნეთ, ცვლილებები შეეხება ასევე აღნიშნული ტიპის სამუშაოს ხარისხის ამაღლებას, რაც გულისხმობს უსაფრთხოების გაზრდას, საგანმანათლებლო პროგრამებს და ა.შ.

რეკლამა ჩვენთან!
ქართულ-იტალიური და საემიგრაციო მედია ERMES•TV გთავაზობთ სხვადასხვა სარეკლამო სერვისს!
თუ ხარ წარმატებული, ან ახლა იწყებ საზოგადოებრივად აქტიურ და მნიშვნელოვან ამბებს და გინდა შენი პერსონა, ან საქმიანობა უფრო დიდმა აუდიტორიამ გაიცნოს…
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სარეკლამო პაკეტებს.





















































