იტალიაში, წელს, West Nile Virus-ით, რომლის გადამტანიც კოღოა, უკვე ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა რაოდენობა სავარაუდოდ 10 000-მდეა. უმეტესობას ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე გართულებებს იწვევს. ვირუსს ავრცელებენ ჩვეულებრივი კულექსის (Culex) ტიპის კოღოები და მისი გავრცელება ზაფხულში მატულობს. პიკს Ferragosto-ს (15 აგვისტოს) შემდეგ ვარაუდობენ.
ბოლო დღეებში ვირუსი განსაკუთრებით გავრცელდა ლაციოსა და კამპანიის რეგიონაში, თუმცა, შემთხვევები ფიქსირდება ლომბარდიაში, აბრუცოსა და სხვა რეგიონებშიც.
უსაფრთხოების მიზნით, ინფიცირებულ ზონებში მკაცრდება სისხლის დონაციის კონტროლი და ტესტირება. იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, ვირუსი ხშირად უსიმპტომოა და მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება მძიმე გართულება, როგორიც არის ნეიროენცეფალიტი; ადგილობრივი საავადმყოფოები უკვე ჩაერთნენ მონიტორინგში, რაც მნიშვნელოვანია საფრთხეების ადრეული გამოვლენისთვის და პრევენციისთვის.
რჩევები:
• თავი ავარიდოთ კოღოების მიერ დაკბენას: დავიცვათ კანი, გამოვიყენოთ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებები;
• არ ვიმოგზაურეთ რისკის შემცველ ზონაში, ნუ ჩავაბარებთ სისხლს ამ ზონებში მოგზაურობის შემდეგ 28 დღის განმავლობაში;
• სიმპტომების (ცხელება, სისუსტე, თავბრუსხვევა, გამონაყარი) შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარება ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, თუმცა, აუცილებელია ყურადღება და პრევენცია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.





















































