გასულ ღამეს, იტალიის ქალაქ ფროზინონეში, სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, იტალიელემა სამართალდამცველებმა, საქართველოს 45 წლის მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე კარაბინერებმა მაშინ შენიშნეს, როცა ის, მეორე პირთან ერთად, ნაქურდალი ნივთებით, კერძო საცხოვრებელი სახლის დატოვებას ცდილობდა. პოლიციის დანახვისას, ქურდებმა ტერიტორიიდან მიმალვა სცადეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი კარაბინერებმა ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს.
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას აღმოაჩენილ იქნა ოქროს სამკაულები, საათები, პლანშეტები, საკოლექციო მონეტები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომლებიც პატრონს დაუბრუნდა.





















































