ჰაკერებმა იტალიური სასტუმროებიდან ათიათასობით დოკუმენტი მოიპარეს და „დარკ ვებზე“ გაიტანეს გასაყიდად.
ჰაკერულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით Mydocs იტალიის რამდენიმე ცნობილ სასტუმროში განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად ათიათასობით ტურისტის პირადი მონაცემები საფრთხის ქვეშ დადგა. საქმე ეხება მაღალი გარჩევადობის სკანირებულ პასპორტებს, პირადობის მოწმობებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც მომხმარებლებმა სასტუმროებში რეგისტრაციისას წარადგინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიბერშეტევები 2025 წლის ივნისისა და ივლისის განმავლობაში განხორციელდა. დაზარალებულთა შორისაა რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო ვენეციაში, მილანო მარიტიმაში, ისკიასა და ტრიესტიში.
იტალიის ციფრული უსაფრთხოების სააგენტოს (AgID) ცნობით, საერთო ჯამში ჰაკერებმა 70 000-ზე მეტი დოკუმენტი მოიპარეს. ეს მონაცემები ამ დროისთვის სხვადასხვა კრიმინალურ ფორუმსა და „დარკ ვებზეა“ განთავსებული, სადაც 800-დან 10 000 ევრომდე ადევს ფასი.
დაწყებულია გამოძიება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული სამსახური (Garante per la Privacy) მოუწოდებს სასტუმროებს, დროულად აცნობონ მომხდარის შესახებ დაზარალებულ პირებს და გააძლიერონ კიბუსაფრთხოების ზომები. სპეციალისტების შეფასებით, საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მონაცემთა გაჟონვას ტურისტულ სექტორში, რაც სერიოზულ რისკებს უქმნის როგორც იტალიელ, ისე უცხოელ მოქალაქეებს.





















































