რედაქციაში შემოვიდა ინფორმაცია იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის შესახებ. 34 წლის მიშიკო (მიხეილ) გეგუჩაძეს ოჯახი მესამე დღეა ეძებს. ბოლოს ის მეუღლესთან კონტაქტზე 11 ივნიის გავიდა. გეგუჩაძე 4-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა, საიდანაც ორი თვის წინ, კვლავ იტალიაში გადავიდა სამუშაოდ.
“11 ივნისს ველაპარაკე ჩემს მეუღლეს, ასევე იყო თავის ძმაკაცებთან ერთად. იმ დღის მერე კონტაქტზე არ გამოდის. გთხოვთ, დამეხმარეთ!” – მიმართავს საზოგადოებას დაკარგულის მეუღლე ქეთი სურმანიძე.
თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ გაუჩინარებული ახალგაზრდას შესახებ, დაუკავშირდით მეუღლეს ნომერზე: +39 350 82 17 893





















































