იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაიკარგა, ამის შესახებ ინფორმაციას და სასწრაფო მიმართვას, იტალიის ერთ-ერთი რეგიონული ტელევიზიის ReggioTV ფეიჯი ავრცელებს, რომლის თარგმანსაც გიზიარებთ:
“უკვე ერთი თვეა, რაც უგზო-უკვლოდ დაკარგულია იტალიის ქალაქ რეჯო-კალაბრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ბადრი ჭელიძე. ბოლოს ის ნახეს კატანძაროში, რეჯოს გზაზე. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამართალდამცავ ორგანოებს ან RTV – Reggio Tv-ს.”

APPELLO URGENTE
Da un mese manca all’appello Tchelidze Badri, cittadino georgiano residente a Reggio Calabria. Ultima volta visto a Catanzaro, in viaggio di ritorno verso Reggio. Chiunque abbia informazioni può contattare le Forze dell’Ordine o RTV – Reggio Tv. Condividete per aiutare a ritrovarlo.





















































