რეზო ივერიელი (ჭეიშვილი) – იტალიაში ემიგრანტი მხატვრის პერსონალური გამოფენა მოეწყო
ფლორენციაში, დანტეს სახლ-მუზეუმთან არსებულ გალერეაში, 26 იანვარს ქართველი იმპრესიონისტი მხატვრის რეზო ივერიელის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ხელოვანთა ასოციაცია “დანტეს სახლის” ორგანიზებით შედგა და 6 თებერვლამდე გასტანს.
რეზო ივერიელი უკვე 15 წელია ემიგრაციაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს. დამოუკიდებელი არტისტი ასოციაცია “დანტეს სახლს” რამდენიმე თვის წინ შეუერთდა.
ღონისძიებას ხელოვნების სფეროსა და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძართან არსებული გუნდის, “ნანილას” შესრულებულმა ქართულმა სიმღერებმა მაია სიმონიშვილის ხელმძღვანელობით.
TAG: რეზო ივერიელი
ასევე დაგაინტერესებთ: ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემა LA PIAZZA – სტუმარი: პროფესორი გაგა შურღაია





















































