იტალიაში, ბოლონიის სამართამდაცველებმა დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, ხოლო მესამე ეჭვმიტანილი იძებნება. მათ, ბრალი, სერიულ ქურდობაში ედებათ. პროკურატურის მტკიცებით, ეჭვმიტანილებმა, რომლებიც ერთობლივად, ჯგუფურად მოქმედებდნენ, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ რამდენიმე თვეში 18 ქურდობა ჩაიდინეს. მოქმედების სქემა ყოველთვის ერთი და იგივე იყო: დაჯგუფების ერთი წევრი შენობის გარეთ დარაჯის ფუნქციას ასრულებდა, დანარჩენი ორი კი სახლებში შედიოდნენ. ეს ყველაფერი დღის საათებში ხდებოდა.
ისინი ჯერ ზარს რეკავდნენ და მას შემდეგ რაც დარწმუნდებოდნენ, რომ მეპატრონე სახლში არ იყო, სპეციალურად მოდიფიცირებული ხელსაწყოების გამოყენებით, ბინებში შესვლას ძალადობრივი შეღწევის კვალის დატოვების გარეშე ახერხებდნენ. მოპარული ნივთები ძირითადად შედგებოდა ნაღდი ფულისგან, სამკაულებისგან, ტექნოლოგიური მოწყობილობებისგან და ძვირფასი ტანსაცმლისგან.
ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყველა ნივთი ხელმისაწვდომია ბოლონიის პოლიციის ვებსაიტზე.
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲘᲓᲐᲜ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲘ, 6 ᲓᲦᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲚᲘᲚᲘ ᲘᲞᲝᲕᲔᲡ | ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲚᲝᲛᲐᲘᲐ ᲡᲐᲛᲬᲣᲮᲐᲠᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐᲡ ᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲡ





















































