იტალიაში „ბადანტემ“ 8000 ევრო იპოვა და პატრონს დაუბრუნა. შემთხვევა იტალიის ქალაქ ბარიდან საბერძნეთის კუნძულ კორფუსკენ მიმავალ ბორანზე მოხდა.
69 წლის ალბანელმა ანდონია ტუფამ, რომელიც 22 წელია იტალიაში, აველინოს პროვინციაში მომვლელად მუშაობს და ბერძნულ კუნძულზე ქალიშვილთან სტუმრად მიდიოდა, იპოვა ჩანთა, რომელშიც იყო 8 ათასი ევრო, პასპორტი, სხვა დოკუმენტები და სმარტფონი. ქალმა ყველაფერი კანონიერ მფლობელს, ბერძენ მგზავრს დაუბრუნა. ამის შესახებ, ადგილობრივი საინფორმაციო პლატფორმა Ottopagine იუწყება.
მომვლელის ამ ჟესტმა, ყველა მგზავრი და ასევე ეკიპაჟი აღაფრთოვანა. პოლიციამ რადიოს საშუალებით მოახერხა იმ დაუდევარი მგზავრის მოძებნა, რომელმაც ჩანთა დაკარგა. ქალმა მიიღო დამსახურებული ჯილდო ჩანთის მეპატრონისგან და მადლიერება იმ ოჯახისგან, სადაც მომვლელად მუშაობს „ერთ წამსაც არ დავფიქრდებოდი, ისევ იგივეს გავაკეთებდი. მე ამ ღირებულებებით გავიზარდე. იმ ახალგაზრდა ბერძნის ადგილზე შეიძლებოდა ჩემი შვილიც ყოფილიყო. ახლა მე სუფთა სინდისით ვარ“, – თქვა ანდონია ტუფამ.





















































