იტალიაში ქართველი გარდაიცვალა. ბიტრიტოსა და ბარის დამაკავშირებელ გზაზე ტრაგედია მოხდა – ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა.
სან ნიკოლას სტადიონის მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლის საქართველოს მოქალაქე ქალი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა სამშაბათ საღამოს, დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მცდელობის მიუხედავად დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტომობილის მძღოლი, რომელმაც ქალს დაარტყა, შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, სასწრაფო დახმარება მან თავად გამოიძახა.
გზის ნაწილი სადაც ავარია მოხდა, ერთი საათით დაიკეტა, ხოლო მძღოლს, მანქანა და მობილური ტელეფონი ექსპერტიზისა და დამატებითი შემოწმებებისთვის ჩამოერთვა.
მოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მძღოლი ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. დაღუპული ქალის ცხედარი, სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაასვენეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ ᲓᲐᲜᲘᲗ ᲓᲐᲭᲠᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲖᲔ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲔᲡ





















































